მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის -ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:
ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის -ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!))
იმათ, ვისაც ტრამპზე ღადაობა სპორტად ექცა, მოკლედ შევახსენებ თუ რა გააკეთა მან ამა წლის ივლისიდან.
1. ირანი აღარ წარმოადგენს რეგიონალურ ან მითუფრო გლობალურ საფრთხეს.
2. ურთიერთობა გააფუჭა რუსეთსა და ირანს შორის.
3. როგორც იქნა გააღვიძა ევროპა, რომელიც ომის პირველმა ორმა წელმაც კი ვერ მოიყვანა აზრზე.
4. მისი პირდაპირი მოთხოვნით ნატოს წევრთა წლიური შენატანი გაზარდა 2%-დან (რასაც ბევრი ქვეყანა არ იხდიდა) 5%-მდე.
5. ბოლო თვენახევრის მანძილზე სუპერ-წარმატებული უკრაინული ტაქტიკა-ს ნავთობგსდამამუშავებელი ქარხნების განადგურებასთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა მხოლოდ ამერიკელების მიერ ზუსტი კოორდინატების მიწოდებით, რაც ასევე ტრამპის ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა.
6. ტრამპის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ბევრად უფრო გაზარდეს უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფა-კერძოდ მარტო გერმანიამ ს 10 (!) მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი “პეტრიოტის” ჰსთ სისტემა გადასცა.
7. წარმატებით დაასრულა დღემდე გადაუჭრელი საკითხი-ისრაელელი მძევლების გათავისუფლება.
8. ინდოეთი და ჩინეთი აიძულა უარი ეთქვათ რუსული ომის მანქანის მთავარი ფინანსური წყაროს-ნავთობის შესყიდვაზე. ამ ეტაპზე ინდოეთმა 50% შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა და უახლოეს მომავალში ამას სრულიად შეწყვიტავს. იგივე გზაზე დგას ჩინეთი, რომელიც თავიდან გაჯიუტდა, მაგრამ ორი დღის წინ ჩინეთის მთავარმა სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი საჯაროდ განაცხადეს. იგივე გზას ადგას ევროკავშირი, რომელიც სრულად კრძალავს რუსული გაზის შესყიდვას, თუმცა ამას ეტაპურად, ორი წლის მანძილზე აპირებს.
9. გუშინ ტრამპმა დაასანქცირა ს ორი მთავარი ნავთობკომპანია, რაც რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგს მოიტანს უახლოეს 6 თვეში.
10. უახლოეს მომავალში ტრამპი აპირებს დაასრულოს ვენესუელაში მადუროს კომუნისტური რეჟიმი, რაც ვენესუელას-მსოფლიოში ნავთობის მარაგით პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას მისცემს საშუალებას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს, რაც ნავთობის ფასს ასევე მკვეთრად დააგდებს და ესეც რუსეთისთვის კატასტროფაა-რუსეთი გარდაუვალად გაიზიარებს სსრკ-ს ბედს.
11. მიზანმიმართულად ებრძვის მარქსიზმს, კომუნიზმს და ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რამაც ბიძგი მისცა ანალოგიური პროცესების აღმავლობას კანადასა და დასავლეთ ევროპაში.
ეს უცბად რაც გამახსენდა იმის ჩამონათვალია-ცოტაა?))

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს რუკა ჭიათურაში, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – ფოტოს, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა, ქალაქის მერია აქვეყნებს