საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მედიის ინფორმაციით ორივე დაკავებული საფრანგეთიდანაა.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, ის თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა.
სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.




