ტრამპი: პუტინმა მითხრა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა შევძელი

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ვლადიმირ პუტინთან საუბარი ჰქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევის შესახებაც.
სომხური და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინმა მას ტელეფონით უთხრა: „ეს შესანიშნავია, ყველა ცდილობდა ამის მიღწევას, მაგრამ ვერავინ მოახერხა, შენ კი შეძელი“.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს