რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ გამოსცადა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.
„ეს უნიკალური იარაღია, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
„გადამწყვეტი გამოცდები დასრულდა. ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი – ეს ცხადია. ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია“, – განაცხადა პუტინმა.
მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დაავალა, განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა მისი განლაგებისთვის.
გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაკეტა 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ-ის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა