ირლანდია გეგმავს, რომ ხელოვანებს თვეში $1500-იანი მუდმივი ხელფასი დაუნიშნოს

ირლანდია გეგმავს, რომ ხელოვანებს თვეში $1500-იანი მუდმივი ხელფასი დაუნიშნოს
ირლანდიის საპილოტე პროგრამა, რომელიც შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის თვიურად $1500-იანი საბაზისო შემოსავლის დაწესებას მოიაზრებს, თებერვალში დასრულდება. ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე ირლანდიის მთავრობა კი აცხადებს, რომ პროგრამა ღირებულია და მას მუდმივ სახეს მისცემს.
ამ თვის დასაწყისში ირლანდიის მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც ხარჯებს შორის „ხელოვნებისთვის საბაზისო შემოსავლის საპილოტე სქემის გაგრძელებას” მოიცავს.
ირლანდია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გარანტირებული შემოსავლის პროგრამებს ტესტავენ. მათი მიზანი კონკრეტული დემოგრაფიის ადამიანებისთვის მუდმივი და შეუზღუდავი საბაზისო შემოსავლის მინიჭებაა. აღნიშნული პროგრამები არსებითაც განსხვავდება საყოველთაო შემოსავლის პროგრამებისგან, რომლებითაც მთავრობები მთელი მოსახლეობის დაფინანსებას უზრუნველყოფენ.
საბაზისო შემოსავლის პროგრამები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ COVID-19 პანდემიისა და ს რევოლუციის დაწყების შემდეგ, მათ მიმართ ინტერესი განახლდა. ინდუსტრიის ლიდერები მთავრობებს ასეთი პროგრამების შექმნისკენ მოუწოდებენ, რათა ტექნოლოგიის მიერ სამუშაო ადგილზე ადამიანის ჩანაცვლების შემთხვევაში, მას შემოსავლის დანაკარგი შეუმსუბუქდეს.
ირლანდიამ საბაზისო შემოსავლის საპილოტე პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 2000-მდე მხატვარმა ყოველკვირეულად $370-ის ოდენობის სტიპენდიის მიღება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა თავდაპირველად საპილოტე პროგრამის დასრულების თარიღად აგვისტო განსაზღვრეს, ირლანდიის კულტურის, კომუნიკაციებისა და სპორტის მინისტრმა პატრიკ ო'დონოვანმა ის 2026 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა. ირლანდიის მთავრობის მიერ მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელფასმა შეამცირა ხელოვანთა ფინანსური სტრესი, ხელი შეუწყო პროფესიული ზრდას და გააუმჯობესა ფსიქიკური ჯანმრთელობა.
წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ივანიშვილისთვის აშშ-ს სანქციები დიდი დარტყმაა. გაუნათლებელმა, ძალაუფლება/ფულზე დახამებულმა ქოცებმა დაარწმუნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ პრაქტიკულად არაფერს მოიმოქმედებდა. ამიტომ ხელები გაშალა და რუსულ ნავთობს კარები გაუღო