შსს-ს ცნობით, ბოლო სამ დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 60 ადამიანი დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გზის გადაკეტვის მიზეზით 60 ადამიანი დააკავეს.
“მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები”- ნათქვამია განცხადებაში.