საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება წლიურად შემცირდა – როგორია ღირებულება

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება წლიურად შემცირდა.
კაპიტალის” მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.5%-ით, 1,107 გვტ. საათამდე შემცირდა.
ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.0%-ით 1,078 გვტ. საათამდე იყო შემცირებული.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასმა 5.9 . დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 7.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ანალიზში მოყვანილია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებიც. კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 6 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო იმპორტირებულია 23 გვტ. საათი ელექტროენერგია.