სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებმა რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა კიდევ ერთხელ დაადასტურა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომში ჩართული დაჯგუფებების მეთაურებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„სტრატეგიული შეტევითი ძალების წვრთნასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა. სტრატეგიულ ძალებს შეუძლიათ სრულად უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციისა და საკავშირო სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა და სხვა ბირთვული სახელმწიფოების დონეზე უფრო მაღალია.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების, უფრო სწორად, ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა. ალბათ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის, სულ მცირე, ყველა ბირთვულ სახელმწიფოზე მაღალია“, – განაცხადა პუტინმა.




