რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვი გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

თერჯოლაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
პატარა თომას ოპერაცია კლინიკა „გიდში“ ჩაუტარდა.
კლინიკის დირექტორის დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა დედამ პატარა მესამე დღეს კლინიკაში სისხლდენის გამო დააბრუნა.
„მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მესამე დღეს კი ბავშვი დაბრუნდა უკან, რადგან დედამ შეამჩნია სისხლიანი ნაკერები. დილით მოვიდა, დაახლოებით 10 საათზე, და რამდენიმე საათში დაიწყო ძლიერი სისხლდენა.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო – მათ დახმარება გაუწიეს ბავშვს.
ბავშვი ვერ აღებდა პირს, რის გამოც გახდა აუცილებელი ანესთეზია. საჭირო იყო მცირე მანიპულაცია, რათა მოეწვათ სისხლძარღვი და შეეჩერებინათ სისხლდენა.
ბავშვს გაუკეთდა ანესთეზია, ჩატარდა აუცილებელი პროცედურა, სისხლძარღვი მოეწვა და სისხლდენა შეწყდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა“, – ამბობს კლინიკის დირექტორი ambebi.ge-სთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა