აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერთან შეხვედრას არ გეგმავს, ვიდრე არ ჩათვლის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დოჰაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რა უნდა ქნას რუსეთმა იმისთვის, რომ ტრამპი პუტინს შეხვდეს?
„მინდა, ვიცოდე, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. მე არ ვაპირებ დროის ფუჭად კარგვას. ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ ეს ძალიან იმედგამაცრუებელია. მეგონა, ეს საქმე ბევრად ადრე დასრულდებოდა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დადგებოდა“, – თქვა ტრამპმა.




