კიდევ ერთი ქართველი “შახტარში” – თბილისის “დინამო” ტრანსფერის სანაცვლოდ 700 000 ევროს მიიღებს

უკრაინული პრესის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას “შახტარში” განაგრძობს.
ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი დონეცკურ გუნდთან ერთად თურქეთში საწვრთნელ შეკრებას გადის და წესით, მალე კონტრაქტის გაფორმებასაც წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.
ირკვევა, რომ ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში შესაძლო იყო, გასულ ზაფხულსაც გადასულიყო, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა, ახლა კი თბილისის “დინამო” ფეხბურთელის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 700 000 ევროს მიიღებს. ის დედაქალაქური გუნდის აღზრდილია და გასულ სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკური კლუბის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი გოჩოლეიშვილი
და ირაკლი აზაროვი, უკვე იცავს.
“შახტარი” თურქეთში 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მარიო პუშიჩის გუნდს კი ოფიციალური მატჩი 15 თებერვალს ჰამბურგში ელის, როდესაც ევროპის ლიგის 1/16-ფინალში “მარსელს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში