განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირში მყოფი, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში დააკავეს. ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი ოდენობით თანხა, ელექტრონული მოწყობილობები, ოქრო, ძვირად ღირებული ნახატები და დოკუმენტაცია ამოიღეს.




