რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, აშშ-სა და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები „უაღრესად მნიშვნელოვანია“.
„ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების შეცვლას ვერ ვახერხებთ, თუმცა მათი გათვლების შეცვლა უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა ელინა ვალტონენმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ასევე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო.




