რუსეთმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა

ს იუსტიციის სამინისტრომ 24 ოქტომბერს განაახლა „უცხოეთის აგენტების“ სია, რომელშიც შევიდა აზერბაიჯანში მცხოვრები ჟურნალისტი და ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი რუსლან სულეიმანოვი.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სულეიმანოვი „ავრცელებდა უცხოეთის აგენტების მასალებსა და ცრუ ინფორმაციას ს ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ“, ასევე „საჯაროდ გამოდიოდა ში მიმდინარე ომის წინააღმდეგ და ქმნიდა რუსეთის არმიის ნეგატიურ იმიჯს“.
რუსლან სულეიმანოვი 2017–2022 წლებში მუშაობდა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ში, მათ შორის როგორც უფროსი კორესპონდენტი კაიროში.
ში ომის დაწყების შემდეგ სულეიმანოვმა დატოვა რუსეთი და ამჟამად ცხოვრობს ბაქოში, სადაც თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიაგამოცემებთან – The Washington Post, CNN და აწარმოებს საკუთარ Telegram-ბლოგს.