-მ ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, ში მებრძოლი ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, გამოძიება “112”- ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო:
„ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება.
ნადიმ ხმალაძის ახლობლების ინფორმაციით, მისთვის უცნობი სამი პირი ხმალაძეს 24 ოქტომბერს სახლთან, 20:30 საათისთვის დაესხა თავს.
მას თავის არეში 3-4 სანტიმეტრის ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა – მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.
ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს.
ნადიმ ხმალაძე, – რომელიც ში იბრძოდა ს წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს -ში გამოჰკითხეს კიდეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება