ს იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტები” უწოდა რამდენიმე ჟურნალისტს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარასკევს კიდევ შეავსო ე.წ. “უცხოეთის აგენტების” რეესტრი. მას დაემატა რამდენიმე ჟურნალისტი, ბლოგერთა პროექტი და ს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყოფილი მეწარმე ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-კუტიდან.
სიაში მოხვდნენ მათ შორის მედიასაშუალება “ვოტ ტაკ”-ის ჟურნალისტი ირინა კუზმიჩევა, სააგენტო ტასს-ის ყოფილი კორესპონდენტი, რუსლან სულეიმანოვი, “ეხო მოსკვის” ყოფილი წამყვანი, ნინო როსებაშვილი, სარატოვის რამდენიმე გამოცემის ყოფილი მთავარი რედაქტორი, დმიტრი ჩერნიშევსკი და საინტერნეტო პროექტი “სერდიტაია ჩუვაშია”.
“უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეყვანილ პირებს ეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები, ამასთან, სიაში შეყვანის კრიტერიუმები მუდმივად ფართოვდება, ხელისუფლებას შეუძლია ეს თვითნებურად გააკეთოს. ამ პრაქტიკას აკრიტიკებენ უფლებადამცველები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
მიმდინარე წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვრება “უცხოეთის აგენტი” არის “სტიგმის მიმნიჭებელი და დამაბნეველი”, ხოლო “აგენტებად” მიჩნეულთათვის რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნები არ არის გამართლებული აუცილებლობით.
ფორუმი