CNN – -მა კარიბის ზღვის აუზში მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა

აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ავიამზიდ USS Gerald Ford-ის დამრტყმელი ჯგუფის ვენესუელის სანაპიროსთან გადაყვანის ბრძანება -ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა.
„აშშ-ის სამხრეთის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა არალეგალური აქტორებისა და აქტივობების წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლებლობებს გააძლიერებს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელის ტერიტორიაზე კოკაინის საწარმოო ობიექტებსა და ნარკოტრეფიკინგის მარშრუტებზე დარტყმებს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„არსებობს გეგმები, რომლებსაც პრეზიდენტი განიხილავს. ის დიპლომატიის გამოყენებასაც არ გამორიცხავს“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც