2 კილო ურანის უკანონო შეძენის მცდელობისთვის დააკავეს ჩინეთის 3 მოქალაქე – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ბირთვული მასალის უკანონო შეძენის მცდელობისთვის დააკავეს ჩინეთის სამი მოქალაქე. საუბარია 2 კილოგრამ ურანზე.
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, ს ფედერაციის ტერიტორიის გავლით. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პირების დაკავებაზე მუშაობდნენ სუს-ის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ბირთვული მასალის უკანონოდ მოპოვებას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც