იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს ს ბირთვული ბომბდამშენები გამოჩნდა

იაპონიამ განაცხადა, რომ ქვეყნის სანაპირო ზოლის სიახლოვეს ს ბირთვული ბომბდამშენები დაფრინავდნენ. რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე დაკვირვებისთვის მათ ავიაგამანადგურებლები ააფრინეს.
“რეალობა ის არის, რომ ში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად რუსეთი ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს ყოველდღიურ სამხედრო ოპერაციებს ატარებს”- წერს იაპონიის თავდაცვის მინისტრი შინჯირო კოიძუმი პლატფორმა X-ზე.
სამთავრობო მედიის RIA news-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ნეიტრალურ წყლებზე საპატრულო ფრენის ფარგლებში მათი Ту-95-ის ტიპის ბომბდამშენებს სხვა ქვეყნის ავიაგამანადგურებლები ესკორტირებდნენ.
შემთხვევამდე რამდენი საათით ადრე იაპონიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, სანაი ტაკაიჩიმ, პირველ საპარლამენტო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის აქტივობა “სერიოზული” საკითხია.
tabula.ge