ბაიდენის ადმინისტრაცია ოპერაცია “არქტიკული ყინვის” დროს უთვალთვალებდა სენატორებს, კონგრესმენებს და მათ ზარებსაც კი იწერდა- უნდა დაისაჯონ

ბაიდენის ადმინისტრაცია ოპერაცია “არქტიკული ყინვის” დროს უთვალთვალებდა სენატორებს, კონგრესმენებს და მათ ზარებსაც კი იწერდა- უნდა დაისაჯონ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ისინი უთვალთვალებდნენ სენატორებს, კონგრესის წევრებს და მათ ზარებსაც კი იწერდნენ. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, რადიკალურმა მემარცხენე შეშლილებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქცევისათვის.
“ახლახან გავრველდა ინფორმაცია, რომ მიღებული დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ კრისტოფერ რეიმ, შეშლილმა ჯეკ სმიტმა, მერიკ გარლანდმა, ლიზა მონაკომ და სხვა თაღლითმა ნაძირალებმა ბაიდენის წარუმატებელი ადმინისტრაციიდან ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“. ისინი უთვალთვალებდნენ სენატორებს და კონგრესის წევრებს და მათ ზარებსაც კი იწერდნენ. მათ მოიპარეს და გააყალბეს 2020 წლის საპრეზიდენტო . ამ რადიკალურმა მემარცხენე შეშლილებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქცევისათვის!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა – გადაზიდვის აღკვეთა

ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ