უკრაინის დაზვერვა – რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 000-1 100 ადამიანი უერთდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს ყოველდღიურად დაახლოებით 1 000-1 100 ადამიანი უერთდება, ანუ თვეში დაახლოებით 30 000, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
„ამას ფარული მობილიზაცია არ შეიძლება ეწოდოს. მოდით ასე ვთქვათ: მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს არ ხორციელდება ისე მასიურად, როგორც 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში“, – განმარტა ვადიმ სკიბიცკიმ.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რეფორმატირება.
„უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც ექვემდებარებიან როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის გვარდიის კონტროლს. ის „ვაგნერელები“, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან ან რუსეთის გვარდიასთან, განაგრძობენ სამსახურს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ან სხვა კერძო კომპანიებში“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ