ბაქოში Abzas Media-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ელნარა გასიმოვა დააპატიმრეს

ბაქოში Abzas Media-ს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ელნარა გასიმოვა დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს.
ოფიციალური ცნობით, ის ეჭვმიტანილია ჯგუფურ განზრახ კონტრაბანდაში, ბრალი კი, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინონ.
ამჟამად გამოცემაში მომუშავე ექვსი თანამშრომელია დაკავებული.
Abzas Media აზერბაიჯანელი მაღალჩინოსანი ოჯახის წევრების კორუფციულ საქმეებს იძიებდა.
პირველად ელნარა გასიმოვა Abzas Media-ს ჟურნალისტთა საქმეზე 2023 წლის ნოემბერში მოწმის სახით დაკითხეს.
რეპრესიების ახალი ტალღა გაუქმებით ემუქრება აზერბაიჯანში ონლან გამოცემა AbzasMedia-ს, რომელიც აზერბაიჯანში ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს. გამოცემის ხუთი თანამშრომელი – დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტები, ნარგიზ აბსალამოვა და ხაფიზ ბაბალი “ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდის” ბრალდებით არიან დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი