თამარ ლორთქიფანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ქალს, თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბრის აქციაზე პატრულის მანქანაზე ავიდა და ბრალი ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის მუხლებით წაუყენეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. საქმეზე შემდეგი სხდომა 15 დეკემბერს ჩაინიშნა.
-მ თავდაპირველად ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე ბრალდებული, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თუმცა მოგვიანებით თამარ ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში