ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის” ვიდეოზარის დროს განაცხადა. მისი სიტყვები ფრანგულ ტელეარხ TF1-ს მოჰყავს.
„უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარების გაძლიერება: საჰაერო თავდაცვის სისტემები, შორი მანძილის შესაძლებლობები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Mirage საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. მას არ დაუზუსტებია, რა რაოდენობაზეა საუბარი.
მაკრონმა ცალკე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სანქციებმა „უნდა იმოქმედოს რუსეთის საბრძოლო ქმედებების დაფინანსებაზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს