United Airlines-ი 2026 წლის ზაფხულისთვის ევროპაში ფრენებს აფართოებს: დაემატა ხორვატია, იტალია, ესპანეთი და შოტლანდია

ავიაკომპანია United Airlines-მა 2026 წლის ზაფხულის განრიგი გამოაცხადა, რომელიც ოთხ ახალ მიმართულებას მოიცავს ხორვატიის, იტალიის, შოტლანდიისა და ესპანეთის მასშტაბით. ამ გაფართოებით, United Airlines-ი გახდება ამერიკული გადამზიდავებიდან ყველაზე მეტი ტრანსატლანტიკური მიმართულების მფლობელი.
2026 წლის ზაფხულში United იქნება ერთადერთი -ის ავიაკომპანია, რომელიც პირდაპირ რეისებს შეასრულებს ნიუარკ/ნიუ-იორკის ჰაბიდან ოთხ ახალ ქალაქში:
· სპლიტი, ხორვატია
· ბარი, იტალია
· გლაზგო, შოტლანდია
· სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი
გარდა ამისა, ავიაკომპანია ამატებს პირველ რეისს ვაშინგტონ-დალესიდან რეიკიავიკის (ისლანდია) მიმართულებით.
ასევე, დაინერგება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი ყოველდღიური ფრენები ნიუარკიდან სეულში (სამხრეთ კორეა) და ოთხი დამატებითი კვირული რეისი (ჯამში 18 კვირული ფრენა) ნიუარკსა და თელ-ავივს შორის.
United Airlines-ი გააგრძელებს შარშანდელი, ისტორიაში უდიდესი გაფართოების ფარგლებში დაწყებულ ცხრა სეზონურ მიმართულებას. ეს მარშრუტები, რომლებიც მომხმარებელს მრავალფეროვან დასვენების ადგილებს სთავაზობს, 2026 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში განახლდება:
· მიმართულებაგანახლების თარიღი
· ულან-ბატორი, მონღოლეთი2026 წლის 30 აპრილი
· ფარო, პორტუგალია2026 წლის 15 მაისი
· მადეირას კუნძული, პორტუგალია2026 წლის 16 მაისი (სამი კვირით ადრე)
· პალერმო, იტალია2026 წლის 22 მაისი
· ბილბაო, ესპანეთი2026 წლის 30 მაისი
· ნუუკი, გრენლანდია2026 წლის 6 ივნისი (ერთი კვირით ადრე)
ავიაკომპანია ასევე გააგრძელებს მრგვალწლიან ფრენებს დაკარის (სენეგალი), პუერტო ესკონდიდოს (მექსიკა) და გაოსიუნგის მიმართულებით.
United Airlines-ის განცხადებით, 2026 წლის ზაფხულში ის კვირაში თითქმის 3,000 საერთაშორისოორმხრივ რეისს შესთავაზებს, რაც მას წამყვან პოზიციას უნარჩუნებს -ის გადამზიდავებს შორის. ავიაკომპანია ყოველდღიურად 850-ზე მეტ ფრენას შეასრულებს 150-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებაზე, მათ შორის 41-ზე, რომელსაც სხვა არცერთი ამერიკული ავიაკომპანია არ ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, United-მა ახალი რეკორდი დაამყარა იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით – თითქმის 1.5 მილიონი, რაც 11%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. გარდა ამისა, ნუუკში (გრენლანდია)განხორციელებული პირველი რეისი United Airlines-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადიინაუგურაციული ფრენა გახდა.