“წიგნების თაროს” წევრი, დავით გაგრელი დააკავეს

პოლიციამ “წიგნების თაროს” წევრი და მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა (გაგრელი) დააკავა. ინფორმაციას “წიგნების თარო” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აქციების მუდმივი მონაწილე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვაზე დააკავეს.
დააკავეს კიდევ ერთი თაროელი და ჩვენი გუნდის წევრი, “წიგნების თაროს” მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი, დავით ჭკადუა (გაგრელი). დათომ “წიგნების თაროს” პირველ თამაშზე ითხოვა, თბილისში ვარ დაბადებული, მაგრამ მამაჩემი დანაა და თუ შეიძლება წარმომავლობის ტიტრში “გაგრა” დამიწერეთო. მას შემდეგ ყველა გაგრელად იცნობს. თავისუფლება დათოს!” – წერია პოსტში.