“ვაღიარებთ ქალთა ტანჯვას კონფლიქტების დროს” – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაამყარეს მშვიდობა და ახლა ცდილობენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონ ურთიერთობების სრულად დარეგულირებისკენ”, – „არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა ფემინისტური დიპლომატიის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

” ჩვენ დავამყარეთ მშვიდობა აზერბაიჯანთან. ახლა ორივე ქვეყანა ცდილობს მეტი ძალისხმევა მიმართოს ურთიერთობების სრულად დარეგულირებისკენ. ამდენად, მთავრობის ძალისხმევასთან ერთად, რომელიც მიმართულია ოფიციალური შეთანხმებების გაფორმებისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებისკენ, ასევე არსებობს დიდი საჭიროება საზოგადოებებს შორის შერიგებისკენ“, – აღნიშნა მირზოიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა კონფლიქტების ქალებზე გავლენის შესახებ:

„ჩვენ სრულად გვესმის და ვაღიარებთ ქალთა ტანჯვას კონფლიქტების დროს, ვცემთ პატივს მათ გრძნობებს, მაგრამ ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა საქმე ეხება საზოგადოებებისა და ოჯახების შერიგების პროცესს, ქალთა ლიდერული როლს ვერაფერი შეცვლის. სწორედ ამიტომ ეს თემა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საზოგადოების ქალები იპოვიან ძალას, დაძლიონ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვა, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, იძულებითი გადაადგილების ფსიქოლოგიური ტრავმა და, რაც მთავარია, აიღებენ პასუხისმგებლობას მომავალში ტანჯვის თავიდან ასაცილებლად და შერიგების პროცესის წასაწევად“, – აღნიშნა მინისტრმა.