დიდ ბრიტანეთში დაჯგუფება დააპატიმრეს, რომელმაც „ვაგნერის“ დაკვეთით უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საწყობს ხანძარი გაუჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა „ვაგნერის“ დაკვეთით განხორციელდა, კერძო სამხედრო კომპანიის, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ზიანი მოიტანა.
დაჯგუფების ექვს წევრი – ჯაკიმ როუზი, უგნიუს ასმენა, აშტონ ევანსი, ჯეიკ რივზი, დილან ჯეიმს ერლი და ნიი მენსა – დამნაშავეებად იყვნენ ცნობილი შპიონაჟისთვის, ტერორისტული დანაშაულისთვისა და ცეცხლის გაჩენისთვის.
21 წლის დილან ჯეიმს ერლამ აღიარა, რომ გასული წლის მარტში ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში გეგმავდა ცეცხლის გაჩენას სამრეწველო ობიექტებისთვის „ვაგნერის“ დაჯგუფების დაკვეთით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტულად არის აღიარებული.
მას 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომელთაგან 17-ს ციხეში გაატარებს, 6 წელს კი პირობითით. რივზს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა, რის შემდეგაც 1 წელს პირობითით გაატარებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ერლმა და რივზმა აღნიშნული ადგილი თავის მიზნად აირჩიეს, ვინაიდან ის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და StarLink სატელიტური აღჭურვილობის გადასაცემად გამოიყენებოდა.
ასევე დადგენილია, რომ დაჯგუფება ლონდონის ცენტრში – მეიფეირის უბანში – გეგმავდა რესტორნისთვისა და ღვინის მაღაზიისთვის ცეცხლის გაჩენას, და მფლობელის – შეძლებული რუსი დისიდენტის, ევგენი ჩიჩვარკინის, გატაცებას.




