ირლანდიაში მხატვრები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 1500 ევროს მიიღებენ

ირლანდიამ მთელი მსოფლიოსთვის რევოლუციური პროგრამა წამოიწყო – ქვეყანა მხატვრებისთვის საბაზისო შემოსავლის გადახდას დაიწყებს. ისინი ყოველთვიურად 1500 ევროს მიიღებენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მთელ მსოფლიოში ხელოვანები გრანტებს იღებენ, მაგრამ სახელმწიფო მათ მუდმივ ანაზღაურებას არ უხდის.
ყოველთვიური გარანტირებული მხარდაჭერა მხატვრებს საშუალებას მისცემს, თავიანთი დროისა და ძალისხმევის უმეტესი ნაწილი მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას დაუთმონ. გარდა ამისა, თანხა ნაღდი ფულით გაიცემა, რაც მიმღებებს საშუალებას აძლევს, შემოსავალი მათთვის სასურველ ნებისმიერ ფორმაში გადააკონვერტირონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა