“პუბლიკის” თანახმად, ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

„პუბლიკის“ თანახმად, ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი მალევე გაათავისუფლეს.
როგორც ონლაინგამოცემა წერს, ბასტი მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომისას დააკავეს. მისი მონათხრობის მიხედვით, ორმა პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.
“ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ”, – წერს “პუბლიკა”.
გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „დაკავებული არც ყოფილა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, არც არსად გადაუყვანიათ, გადაამოწმეს და წავიდა თავის გზაზე. მის მიმართ სამართალწარმოებაც არ არის, რომ ყოფილიყო, გააცნობდნენ ადგილზე შესაბამისად.“
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას