ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1720 წელს დაბეჭდილი „რვახმათა“ ანუ „პარაკლიტონი“ აღადგინა

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1720 წელს დაბეჭდილი „რვახმათა“ ანუ „პარაკლიტონი“ აღადგინა
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ ვახტანგ VI-ის სტამბაში 1720 წელს დაბეჭდილი „რვახმათა“ ანუ „პარაკლიტონი“ აღადგინა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნი საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილებაში ინახება.
გამოცემა აერთიანებს საგალობლების ტექსტებს, რომლებიც კვირის განმავლობაში ღვთისმსახურების დროს სრულდებოდა.
უძველეს გამოცემას არ ჰქონდა ყდა, დაზიანებული იყო ფურცლები.
„ჩვენი განყოფილების თანამშრომელმა ნინო ჩიმაკაძემ გამოცემისთვის ტყავის ორნამენტებიანი ყდა დაამზადა. ტყავი დამუშავდა და გაფორმდა ზუსტად ისე, როგორც მზადდებოდა ძველნაბეჭდი წიგნების ყდები. „პარაკლიტონის“ ყდაზე ახლად შეძენილი კლიშეებით პირველად ამოიტვიფრა ორნამენტები და ეს მცდელობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ასევე აღდგა გამოცემის ფურცლები, მანამდე კი გაიწმინდა და დეზინფექცია ჩაუტარდა ყველა ფურცელს. რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების რესტავრაციისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსმა გიული პაქსაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის