„ლუკოილს“ ვადა 21 ნოემბრამდე მიეცა – რა წერია -ის ხაზინის დოკუმენტში

აშშ-ს მიერ სანქცირებულ „ლუკოილსა“ და „როსნეფტთან“ დაკავშირებით ყველა ტრანზაცია, რომელიც აუცილებელია საქონლისა და სერვისების მიღებისთვის, ნებადართული მხოლოდ 2025 წლის 21 ნოემბრამდე – ამის შესახებ აღნიშნულია -ს სახაზინო დეტარტამენტის დოკუმენტში.
ცნობისათვის, აშშ-მ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” და “ლუკოილი” 22 ოქტომბერს დაასანქცირა. ასევე, დასანქცირებულია “როსნეფტისა” და “ლუკოილის” 34 შვილობილი კომპანია, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. სანქცირებულებს შორისაა, ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც “ლუკოილ ჯორჯიას” 100%-ს ფლობს. თავად ავსტრიული კომპანიის მფლობელი კი რუსული „ლუკოილია“. შესაბამისად, ფინანსური სანქციები კომპანიის ქართულ შვილობილზეც ვრცელდება.
ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, წერია:
„ყველა ტრანზაქცია, რომელიც აუცილებელია საქონლისა და სერვისების შეძენისთვის, „ლუკოილის“ საცალო სერვის-სადგურებში ს ტერიტორიის გარეთ, ნებადართულია 2025 წლის 21 ნოემბრამდე, დილის 12:01 საათამდე (აღმოსავლეთის დროით)“.
დოკუმენტისვე თანახმად, Lukoil Retail Service Stations აღნიშნავს ფიზიკურ საცალო სერვის-სადგურებს, რომლებიც:
· მდებარეობენ ს ფედერაციის გარეთ და არსებობდნენ 2025 წლის 22 ოქტომბრამდე;
· რომლებშიც საჯარო სააქციო კომპანია „Oil Company Lukoil“-ს აქვს მონაწილეობა;
· რომელშიც ნებისმიერი კომპანია, სადაც Lukoil-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს 50%-ზე მეტი წილი, ფლობს ინტერესს.
ასევე დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია უფლება შემდეგი სახის ტრანზაქციებზე:
· “ტრანზაქციებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკთან, ასევე ტრანზაქციები ეროვნული სიმდიდრის ფონდთან და ფინანსთა სამინისტროსთან;
· ტრანზაქციებზე, რომლებიც აკრძალულია რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობების სანქციების რეგულაციებით, თუ ისინი ცალკე არ არის ნებადართული“, – წერია დოკუმენტში.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი