ლაშა ჩხარტიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს -დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩხარტიშვილს ედავებოდა 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას გზის უკანონო გადაკეტვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თეკლა კობახიძემ მოსამართლეს სთხოვა, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჩხარტიშვილის პიროვნება – მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას უკვე აქვს 39 ჯარიმა იგივე საფუძვლით, რაც მიუთითებს სავარაუდო სამართალდამრღვევის მიდრეკილებაზე, დაარღვიოს კანონი.
ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ბრძოლის გაგრძელებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის ფიქრობს, რომ ეს მისი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
“მე ნამდვილად მაქვს განზრახვა და სურვილი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამხო. მაგრამ, ამის საშუალება მე არ გამაჩნია”, – ასე გამოეხმაურა ის შსს-ის იურისტის რეპლიკას, რომ მისი განზრახვა იყო საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვა.
ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს 19 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე. დაკავებისას მან ფეისბუქზე პირდაპირი ეთერი ჩართო. ის შვილთან ერთად იმყოფებოდა და პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ დედის გარდაცვალებიდან მე-40 დღე იყო და სთხოვდა, მიეცათ საშუალება ჯერ საფლავზე გასულიყო და მერე თავად მივიდოდა განყოფილებაში. თუმცა, სამართალდამცველებმა ის საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”