რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მიმართ, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის არაერთი აქტუალური საკითხი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართ“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.




