დიმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე – ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს – გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს

მოსკოვი აანალიზებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამჟამად ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს იმას, რაც მის საუკეთესო ინტერესებშია.
„რა თქმა უნდა, გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სინამდვილეში. ეს არის მთავარი ჩვენს ქმედებებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზე საუბრისას.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე, აკრძალვის დაწესებას რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. სანქციების თანახმად, რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო