ივანიშვილის მიზანი არა ღარიბაშვილის საპატიმროში ყოფნა, არამედ მის წინააღმდეგ კორუფციული ფონის შექმნა იყო – ბესელია

“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელის, შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართული მანიპულაციაა, რომელიც საზოგადოების ემოციებზეა გათვლილი. ბესელიას თქმით, ივანიშვილის მიზანი არა ღარიბაშვილის დაკავება, არამედ მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია იყო – “ოცნების” ხელისუფლებამ ამ პროცესით საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნა და საკუთარი ინტერესებით იმოქმედა.
“ეს სიტყვების მანიპულაციაა. ასეთ იურიდიულ ნიუანსებში მოქალაქეები არ ერკვევიან თუ იურისტი არ არის. ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო შემოსავალი მაღალი თანამდებობის პირისთვის, ასე ითარგმნება და ასე აწვდის “ოცნება”, რომ ეს არის კორუფციული დანაშაული. იქ რა მუხლით ხდება საქმის დაკვალიფიცირება, ეგ სხვა ამბავია. საპატიმროში ღარიბაშვილის ყოფნა ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის ახლა მთავარი მიზანი. “ოცნებამ” ახლა რაც გააკეთა ამით, რომ ღარიბაშვილის მიმართ აჩვენა ნეგატიური, უარყოფითი განწყობა საზოგადოების ნეგატიური ემოციები მიმართა და დასაჯა და შექმნა კორუფციული ფონი მის წინააღმდეგ, ეს იყო ამოცანა. თან ათანამშრომლა, თან პირობები ალბათ წაუყენა, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს