ირაკლი კუპრაძე – დღეიდან 26 ოქტომბრამდე, არ იქნება საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის დასაბრუნებლად

დღეიდან 26 ოქტომბრამდე, არ იქნება საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო“ ყოველკვირეულად წარადგენს კონკრეტულ გეგმას, „თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა და როგორ უნდა იმართოს ის ევროპულად და სწორად“.
„დღეიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე, არ იქნება საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ბრძოლა ამ ქვეყნის დასაბრუნებლად, დედაქალაქის დასაბრუნებლად. დღეიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე, „ლელო“ ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო ევროპულად და სწორად იმართოს. ყველა იმ პროექტს, პროგრამულ ხედვას წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებელია და სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ინტერესებს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. თუ „ქართული ოცნება“ ემსახურება კრემლის და პუტინის ინტერესებს, „ლელო“ მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და ამას ყოველდღიურ, ყოველკვირეულ საქმიანობაში „ლელო“ დაუმტკიცებს საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს“, – განაცხადა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი