ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განმარტებით, მაღალი სანქციის შიშით, ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, მიიმალოს და სასჯელის შიში, შესაძლოა, მისი მიმალვის მაპროვოცირებელი გარემოება გახდეს.
პროკურორი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გამოყენებას, პასპორტის ჩამორთმევას და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვას სთხოვს.
თათიაშვილი გირაოს გადახდის ვადად 30 დღის განსაზღვრას ითხოვს.
პროკურორის თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილმა ჩაიდინა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედება.
სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის დროს მფარველობდა და შენიღბულად იღბდა დიდი რაოდნეობით შემოსავალს, მას ქონების დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა, ყალბ ფაქტებს უთითებდა. მან წარმომავლობა ხელოვნურად შეუქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას და ლეგალურ ბრუნვაში მოაქცია.
მან ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე დაარეგისტრირა სხვადახხვა ქონება, მათ შორის, ავტომანქანები.
პროკურორის თქმით, ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების როგორც ფრომალური, ასევე ფაქტოვრივი საფუძვლები არსებობს. თათიაშვილი მიუთითებდა, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილმა დანაშაულებრივი ქმედებები გააგრძელოს, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს და ასევე, მიემალოს გამოძიებას. ამასთან, პროკურორის თქმით, გამოძიება დასრულებული არაა, გამოსაკითხი არიან პირები, რომლებიც ღარიბაშვილის სანათესაო წრიდან არიან.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარე.
ადვოკატ მიხეილ შაყულაშვილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ ედება “არც ღალატზე, არც 4 ოქტომბერზე, არამედ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე“.
“ბრალში კი წერია, მაგრამ ეს არ ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას. მას ბრალი არ აქვს მითვისების, ქურდობის, 4 თუ 5 ოქტომბრისათვის. მინდა, მის პიროვნულ მახასიათებლებზე ვისაუბრო, დაწყებული იაფი წამლებით, დამთავრებული მშვიდობის მოტანით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ადამიანი არის დადებითი პიროვნება“, – განაცხადა შაყულაშვილმა.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.




