„გულმოწყალე მამა“კიმ ჩენ ინმა საფუძველი ჩაუყარა სთვის დაღუპულთა მემორიალურ მუზეუმს

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დღეს 24 ოქტომბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, წინა დღეს ფხენიანში „საზეიმო ვითარებაში“ გაიმართა „უცხოეთის სამხედრო ოპერაციაში საბრძოლო გმირობების მემორიალური მუზეუმის“ მშენებლობის დაწყების ცერემონია.
როგორც სააგენტო წერს, ცერემონიაში მონაწილეობდა ქვეყნის მეთაური და „გულმოწყალე მამა“, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინი, მინისტრები, არმიის სარდლობა და ს ელჩი ალექსანდრ მაცეგორა. ცერემონიის დროს კიმ ჩენ ინმა „პირველმა აიღო ხელში ნიჩაბი მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად“.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო „ომში გამარჯვების შესანიშავ ლეგენდას“ უწოდებს ქვეყნის არმიის მებრძოლების მიერ „მოძმე რუსეთის“ კურსკის ოლქის „გათავისუფლების ოპერაციის“ დროს ჩადენილ „ბრწყინვალე გმირობებს“.
რუსეთის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნილი რამდენი ჯარისკაცი დაკარგეს, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს გასაიდუმლოებული აქვს, ისევე, როგორც რუსეთს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი „სრულად გაათავისუფლეს” და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
გერასიმოვის ეს განცხადება იყო რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნის პირველი ოფიციალური დადასტურება. ამის შემდეგ, 28 აპრილს ფხენიანმა თავადაც დაადასტურა რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი, რის შესახებაც პირველი ცნობები ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომიდან ვრცელდებოდა.
2025 წლის სექტემბრში სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-მა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩრდილოეთი კორეა აპირებს რუსეთში გაგზავნოს კიდევ 6 ათასი სამხედრო.
სააგენტოს თანახმად, 2024 წლიდან ფხენიანმა მოსკოვს უკრაინის არმიასთან კურსკის ოლქში საბრძოლველად დაახმარა დაახლოებით 13 ათასი სამხედრო, რომელთაგან 2 ათასამდე მოკლულია და დაახლოებით ამდენივე დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს