მიმდინარე კვირაში შევიტანთ სარჩელს იმ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით, რომლებიც საქართველოს ღალატობდნენ

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სარჩელი მიმდინარე კვირას შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„მიმდინარე კვირაში უკვე შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვის მიზნით, რომლებიც საქართველოს მიმართ მოღალატეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ და იყვნენ სისხლიანი, სასტიკი რეჟიმის შემოქმედები და უშუალო მონაწილეები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ – ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა