რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი არ არის და ის თბილისიდან ჩავიდა ოკუპირებული ახალგორის რაიონში.
ოკუპირებული ახმაჯი, ახალგორის მოსაზღვრედ მდებარეობს და იქ საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ჯერ ამ ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს და ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
ამჟამად, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?