დეკემბერში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა

2023 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 42,4%-თ შემცირდა. გასულ თვეში სხვა ქვეყნებიდან საქართველოში 308,3 მილიონი დოლარი (828,1 მლნ ლარი) გადაირიცხა. განახლებული მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.
ფულად გზავნილებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება, როცა 535,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში. 2023 წელს ჯამში გადმოირიცხა 4094,7 მილიონი ლარი.
პროცენტულად, ყველაზე დიდი კლებაა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე. 78-პროცენტიანი კლების მიუხედავად, საქართველოში ფულადი გზავნილების 23% მაინც რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ამ ქვეყნის შემთხვევაშიც, გადმორიცხვებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება.
2022 წლის დეკემბერში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან ($317,3 მილიონი) იმაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის დეკემბერში ყველა ქვეყნიდან ერთად.
2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ აშშ დოლარი (91,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის (33,8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ