ს ორმა სამხედრო თვითმფრინავმა ლიტვის საჰაერო სივრცე დაარღვია

ლიტვის სამხედრო ძალების ცნობით, 23 ოქტომბერს ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა NATO-ს საჰაერო სივრცეში 18 წამი იფრინა.
სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რუსული Су-30-ის ტიპის გამანადგურებელი და Ил-78-ის ტიპის საწვავის შესავსები ტანკერი შესაძლოა, საწვავის შევსების საწვრთნელ მისიაზე იყვნენ, რა დროსაც კალინინგრადის ოლქიდან ლიტვის ტერიტორიაზე 700 მეტრით შეფრინდნენ.
“ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისე მოქმედებს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო – არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა კანონსა და მეზობელი ერების უსაფრთხოებას” – განაცხადა ლიტვის პრემიერმინისტრმა ინგა რუგინენემ Facebook-ზე.
შემოჭრის საპასუხოდ, NATO-ს ბალტიის საჰაერო საპატრულოდან ესპანური Eurofighter-ის ტიპის თვითმფრინავები აფრინდნენ და საჰაერო პატრულირება დაიწყეს.