ირაკლი ფავლენიშვილი – აბსოლუტურად სამარცხვინოა, რომ ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, თურმე შეიძლება ციხეში არ გაუშვა – გამოჩნდა, რომ დამნაშავე სინდიკატი ბოლომდე არ სწირავს საკუთარ წევრს

აბსოლუტურად სამარცხვინო რამ ვიხილეთ, როდესაც დამტკიცდა, რომ ადამიანი ძარცვავდა ქართველ ხალხს. უმაღლეს და ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო გირაოს გადახდის შემდგომ შეიძლება ციხეში არ გაუშვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ყოფილი პრემიერისთვის, სთვის ბრალის წარდგენაზე.
ფავლენიშვილის თქმით, შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს აბსოლუტური ძარცვა და ეკონომიკური უკანონო საქმიანობა ეპატიოს.
„აბსოლუტურად სამარცხვინო რამ ვიხილეთ, როდესაც დამტკიცდა, რომ ადამიანი ძარცვავდა ქართველ ხალხს. უმაღლეს და ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო, გირაოს გადახდის შემდგომ, შეიძლება ციხეში არ გაუშვა და ამის ნაცვლად ციხეში გაუშვა ის ადამიანები, რომლებიც ქუჩას კეტავენ ან აქციაზე იმყოფებიან და წლობით უშვებენ ამ ადამიანებს ციხეში. ეს არის ამორალური, პოლიტიკას და სამართალს რომ თავი დავანებოთ. მნიშვნელოვანია, ის, რომ დამტკიცდა ბრალდებები, რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ და იგივე ხალხი, ვინც ეს დააკავა, გვეუბნებოდა, რომ ცილს გვწამებთო, არადა საჯარო იყო ის ყოვლისმომცველი ღარმა კორუფცია, რომელშიც ჩამხრჩვალი იყო ეს კონკრეტული კლანი. თუმცა, არც სხვა კლანები არიან კორუფციისგან თავისუფალი. გამოჩნდა, რომ დამნაშავე სინდიკატი არის, რომელიც ბოლომდე არ წირავს საკუთარ წევრს, მოხდა მისი მიწასთან გასწორება, მაგრამ ციხეში გაშვება ჯერ არ გადაწყდა. ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა. შეუძლებელია უმაღლესი თანამდებობის პირს ეპატიოს აბსოლუტური ძარცვა და ეკონომიკური უკანონო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს ქართველი ხალხის ღალატს და მისი ბიუჯეტის ძარცვას და ამავდროულად, იგივე ხელისუფლება ციხეში უშვებდეს თავისუფალ მოქალაქეებს, რომელსაც ჭიანჭველასთვის ფეხი არ დაუდგამთ არასდროს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა აქციის იმ მონაწილეთა შესახებ, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს გზა გადაკეტეს და შემდეგ, ამის გამო მათ სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს.
„ამ ქვეყანაში, ყველაფერი არის ივანიშვილის დრაკონული კანონების და მის მიერ დიქტატურის დამყარების მცდელობის ბრალი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თავისუფალი მოქალაქეებიც, რომლებიც არ ეგუებიან დიქტატურულ კანონებსა და შეზღუდვებს, არ აპირებენ ივანიშვილის დიქტატურაში ცხოვრებას, ამიტომაც არსებობს ყოველდღიური პროტესტი, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, ყოველ დღიურად გვყავს ახალი პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ეს ყველაფერი ივანიშვილის ძალადობის გამოძახილია, მათ შორის იმის,რომ ხალხს ელემენტარული უფლებები აქვს შეზღუდული, ქუჩაში დგომა დაყადაღებას და ციხეს უდრის“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი “გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.