25 ოქტომბერს, „ლოკო პარკში” ჰენდპენის კონცერტი გაიმართება

25 ოქტომბერს „ლოკო პარკი” ჰენდპენის კონცერტს უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელის წინაშე მოყვარული მუსიკოსების გაერთიანება წარდგება, რომელიც საქართველოში ჰენდპენის განვითარების ერთ-ერთი პიონერია. შესრულდება როგორც იმპროვიზაციები, ასევე საავტორო მუსიკა.
„საღამოს მედიტაციური ჯემ სესიის სახე ექნება და „ლოკო პარკის” სივრცეში გაიმართება, რომელიც ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. მუსიკოსების თქმით, სიმწვანეში ჩაფლული მიტოვებული ქარხნის იდუმალი სივრცე იდეალურ გარემოს ქმნის ჰენდპენის ჰარმონიული ჟღერადობისთვის, რომელსაც ერთგვარი თერაპიული ეფექტი აქვს. საღამოზე დასწრება თავისუფალია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიების შესახებ მეტი დეტალი და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”