დღეს დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება – რა იქნება მთავარი თემები

დავოსში დღეს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ლიდერებსა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს.
შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და ში ომის დასრულების შესახებ. ცნობილია, რომ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ც გამოვა. ს დელეგაცია კი, შარშანდელის მსგავსად, ფორუმს არ დაესწრება.
ფორუმზე მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ყველაზე გავლენიანი ლიდერები შეიკრიბებიან. ფორუმზე დისკუსიები გაიმართება შემდეგ საკითხებზე: გლობალური უსაფრთხოება, სამუშაო ადგილების შექმნა, კლიმატის ინიციატივები და ხელოვნური ინტელექტის განვითარება. ამ საკითხებზე ლიდერებმა ერთობლივი რეზოლუციები უნდა მიიღონ.
წინასწარი ინფორმაციით, დავოსში ჩავა 100-ზე მეტი მთავრობის წარმომადგენელი, ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია და ფორუმის 1000 პარტნიორი კომპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ექსპერტებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, სოციალურ მეწარმეებთან და მედიასთან ერთად.
დავოსის სტუმრებს შორის იქნებიან: -ის სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები. ფორუმზე დასწრებას გეგმავს არგენტინის პრეზიდენტი ც.
ფორუმს ასევე დაესწრებიან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი ფატიჰ ბიროლი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორი სინდი ჰ. მაკკეინი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრი მუჰამედ აბდულა ალგერგავი და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი მირიანა სპოლარიჩ ეგგერი.
ფორუმზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება ოთხი ძირითადი თემა:
1. გეოპოლიტიკური კონფლიქტები: კრიზისების მოგვარება, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტები;
2. სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდა;
3. ხელოვნური ინტელექტი, როგორც მამოძრავებელი ძალა ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის: AI-ის გამოყენება საზოგადოების სარგებლისთვის, ტექნოლოგიური მიღწევების მართვისას, როგორიცაა 5/6G და კვანტური გამოთვლები;
4. კლიმატის, ბუნებისა და ენერგიის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 19 იანვარს დასრულდება.