ს ახალი მეფე ჰყავს – დედოფალმა მარგრეტე II-მ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

დანიას ახალი მეფე ჰყავს. დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ გადადგომის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, მისი ვაჟი, ფრედერიკ X დანიის ახალი მეფე გახდა.
დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარლამენტის აივნიდან ფრედერიკ მეათე მეფედ უკვე გამოაცხადა.
“დედაჩემი, მისი უდიდებულესობა მარგრეტე მეორე, 52 წლის განმავლობაში მეფობდა. ჩემი სურვილია, გავხდე ხვალინდელი გამაერთიანებელი მეფე. ეს არის ამოცანა, რომელსაც სიამაყით, პატივისცემით და დიდი სიხარულით ვიღებ“, – აღნიშნა ფრედერიკ X-მ.
მარგრეტე II დანიის დედოფალი 52 წლის განმავლობაში იყო. ამიერიდან ფრედერიკ X-ს მეუღლე, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია