ვინც საპროტესტო აქციაზე ხშირადაა, მათ კარგად აქვთ გააზრებული რატომ არიან გასულები და თითოეული ადამიანი პატიმრობისთვის მზადაა, – ბავშვთა ქირურგმა ლევან ფერაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პროტესტში მონაწილე ხალხი ხელისუფლებას კი არ ებრძვის ქვეყნისთვის იბრძვიან.
ჩვენ არ ვებრძვით ბორია ივანიშვილს, კობახიძეს და სხვებს, ჩვენ ვიბრძვით რუსეთის სრულმასშტაბიან ოკუპაციას საქართველოში, – განაცხადა ფერაძემ.
ვინც საპროტესტო აქციაზე ხშირადაა, ყველამ იცის, რომ ეს არ არის ლიდერიანი პროტესტი, თითოეული მათგანი ლიდერია, მათ კარგად აქვთ გააზრებული, რატომ არიან გასულები და თითოეული ადამიანი პატიმრობისთვის მზადაა. მათ შორის ჩემი შვილები და შვილიშვილები. მე ჩემ შვილს ვერ ვეტყვი, არ წახვიდე, რადგან ესენი ხომ ხელისუფლებას არ ებრძვიან, ესენი იბრძვიან ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვებრძვით ბორია ივანიშვილს, კობახიძეს და სხვებს, ჩვენ ვებრძვით რუსეთის სრულმასშტაბიან ოკუპაციას საქართველოში, კოლაბორაციონისტული მთავრობის საშუალებით. ჩვენ ვართ ჰიბრიდულ ომში, რომელსაც რუსეთი გვიგებს. ესენი მეორეხარისხოვანი პიროვნებები არიან. ჩვენი ბრძოლა არის სამშობლოსთვის და სამშობლოსთვის ბრძოლაში ყველა საშუალება კარგია. ესენი ან გახდებიან იძულებულები, რომ გაეცალონ აქაურობას, ან ტყვიას ისვრიან, – განაცხადა ლევან ფერაძემ.




