ყველაფერი გაირკვა. ამერიკული სანქციების დოკუმენტში არის გარდამავალი დებულება, რომელიც ბენზინგასამართ სადგურებს აძლევს ოპერირების უფლებას 2025 წლის 21 ნოემბრამდე, რათა მოწესრიგებულად მოხდეს მათი დახურვა ან ტრანსფორმაცია. აი ეს ჩანაწერი:
“ყველა ტრანსაქცია, რომელიც ჩვეულებრივად უკავშირდება და აუცილებელია საქონლისა და მომსახურების შეძენისათვის, ან რუსეთის ფედერაციის გარეთ მდებარე “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურების შენარჩუნების, ოპერირების ან საქმიანობის ეტაპობრივი შეწყვეტის მიზნით, ნებადართულია 2025 წლის 21 ნოემბრის, აღმოსავლეთ სტანდარტული დროით, დილის 12:01 საათამდე”.
საქართველოს ეროვნული ბანკი არის ან უპასუხისმგებლო ან არაკომპეტენტური, რომ არ აუხსნა ეს ფაქტი საზოგადოებას. კომერციული ბანკები, პირველ რიგში “თიბისი ბანკი” და “საქართველოს ბანკი” არიან ასევე უპასუხისმგებლოები და პატივს არ სცემენ ხალხს და თავის კლიენტებს, რადგან მათ ამ გამონაკლისის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ, თორემ ვერ გარისკავდნენ სანქცირებულ კომპანიასთან მუშაობას. “ლუკოილი” რუსული კომპანიაა და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ვინ იყიდის “ლუკოილის” სადგურებს ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება. “როსნეფტის” ქართული აქტივები შარშან გაიყიდა ( თუ გადაფორმდა) ქართველ პარტნიორებზე და აქ პრობლემა მოხსნილია.




