პუტინი დათმობაზე არ მიდის ტრამპის მხრიდან ს მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების ფონზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დათმობაზე არ მიდის იმ ფონზე, როცა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ს ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, ზეწოლის განსახორციელებლად კრემლის ლიდერზე, რათა მან დაასრულოს ომი ში.
ტრამპის ამ ნაბიჯის შედეგად ნავთობის გლობალური ფასები 5 პროცენტით გაიზარდა.
-ის სანქციების გამო ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა დროებით შეწყვიტეს რუსეთის ნავთობის შესყიდვა – ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო როიტერსი. სააგენტო ასევე იუწყება, რომ ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები აპირებენ მნიშვნელოვნად შეკვეცონ რუსეთის ნედლი ნავთობის იმპორტი.
სანქციები შეეხო ნავთობის გიგანტურ კომპანიებს, “როსნეფტსა” და “ლუკოილს” – რომლებზეც, ერთობლივად, გლობალური ნავთობის მოპოვების 5 პროცენტზე მეტი მოდის. ეს ნაბიჯი მკვეთრი ცვლილებაა ტრამპის პოლიტიკაში – აშშ-ის პრეზიდენტი ჯერ კიდევ გასულ კვირაში აცხადებდა, რომ ის და პუტინი ბუდაპეშტში გამართავდნენ სამიტს ში ომის დასრულებისთვის.
მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთზე ამ ზომების ფინანსური გავლენა შესაძლოა მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ეს ნაბიჯი ძლიერი სიგნალია, რომ ტრამპი აპირებს შეკვეცოს რუსეთის ფინანსები და კრემლი აიძულოს წავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე – უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამწელიწადნახევრის შემდეგ, წერს როიტერსი.
პუტინმა უარყოფითად ილაპარაკა სანქციებზე, მათ არამეგობრული ნაბიჯი უწოდა. პუტინმა თქვა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე არ იქონიებს დიდ გავლენას – და ასევე ილაპარაკა რუსეთის მნიშვნელობაზე გლობალური ბაზრისთვის. რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მიწოდების მკვეთრი კლება ფასების ზრდას მოიტანს, რაც დისკომფორტს შეუქმნის აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.
“ეს, რა თქმა უნდა, არის რუსეთზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა” – თქვა პუტინმა. “მაგრამ ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს და ხალხი, რომელიც თავს პატივს სცემს, ზეწოლის ქვეშ არასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს”.
ოთხშაბათს ტრამპმა გამოაცხადა, რომ პუტინთან ბუდაპეშტში დანიშნული შეხვედრა გაუქმდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ